მე აქტიური მოქალაქე ვარ

   
  რამდენიმე ხნის წინ დავესწარი ტრენინგს, სადაც დაისვა კითხვა, ვინ თვლის თავს აქტიურ მოქალაქედ? და როგორია აქტიური მოქალაქეობა? დარბაზში 25-30 ახალგაზრდა იმყოფეებოდა და ამ კითხვის შემდეგ, პასუხი დაახლოვებით ხუთი ახალგაზრდისგან გაისმა, მემგონი ეს ნამდვილად გასაკვირი იყო უფროსწორად მე პირადად გულნატკენი დავრჩი,
   

 რადგან ჩვენი აქტიური ცხოვრება ჩვენი მომავლის საძირკველია.   ამის მერე კიდევ ერთმა კითხვავ გაიჟღერა დარბაზში და ეს კითხვა იყო თუ გსურთ იცხოვროდ ისე რომ, თქვენს ცხოვრებას აქტიური ეწოდოს? ამის პასუხი კი ნამდვილად სასიხარულო იყო, რაც მთავარია უმრავლესობამ ამ შემთხვევაში თანხმობა განაცხადა.



     მაგრამ ამ ყველაფერს მხოლოდ პასუხი როდის ყოფნის ამ ყველაფრისთვის მთავარი მოქმედებაა, მაგალითად აი მდინარეს შევხედოთ რომელიც მთელი არსებობის პერიოდში მოძრაობს და არ ჩერდება, მხოლოდ ერთს ადგილს არ "ტკეპნის", ასე უნდა იყოს ადამიანიც მთელი ცხოვრება უნდა ეცადოს და შესაძლებლობები გამოიყენოს, ამ ყველაფერ მხოლოდ სურვილი არ ყოფნის. იმის პრობლემაც დგას  დღეს საზოგადოებაში,  რომ ბევრისთვის აქტიურობა "ტეხავს" და ამ სტერეოტიპს ვერიხსნის. ეს კი ნამდვილად სამარცხვინოა.


   აი თუ გსურთ გახადოთ თქვენი ცხოვრებაც აქტიური, პირველ რიგში რაც მთავარია გამოიყენეთ ყველაფერი შესაძლებელზე მეტი,  ჩაერთეთ  მიმდინარე  მოვლენების განვითარებაში  და ეცადეთ  თქვენვე  შექმნათ  მოვლენა, რადგან თუ ჩვენ არ ვიმოქმედებთ და მდორე მდინარეს დავემსგავსებით რომელიც დაშრობის პირასა და მას ერთი განსაზღვრული რაღაც გააჩნია ეს ჩვენი ცხოვრებას ერთფეროვანს გახდის, გააქტიურედ ცხოვრება და დამსგავსედ ცისარტყელას ...








ავტორი: ლუკა სასწრაფოშვილი

No comments:

Post a Comment