შესაძლებლობები შეუზღუდავია



მოგესალმებით, ბევრი ვიფიქრე თუ როგორი პოსტით დავბრუნებოდი
საყვარელ მკითხველს და მემგონიმივხვდი,
რომ ჩვეულ სტილში ძველებურად
რაღათქმაუნდა სიახლეების მატებით შევეხები ყველას და ყველაფერს...


       



ისინი ბევრი ერთად მოდიოდნენ თითქოს ერთმანეთს ეთამაშებოდნენ, ლამაზად ეშვებოდნენ და მალევე დნებოდნენ. გახარებული პატარები სულმოუთმენლად ელოდდნენ,ხოლო ისინი ფანჯარას არ სცილდდებოდნენ იმ მოლოდინში გართულები, რომ სულ მალე ძალიან მალე მათი ნანატრი თოვლიც იქნებოდა ისეთი როგორიც სურდათ. ისინიც ისევე მოილხენდნენ, როგორც ყველა, ააშენებდნენ თოვლის პაპას, ისვრიდდნენ გუნდას ან უბრალოდ ისრიალებდნენ... მაგრამ მათ ეს ხომ არ შეეძლოთ ეს მათთვის ისეთივე უცხო იყო და დაუჯერებელი როგორც აფრიკაში თოვა. ისინი, ხომ ეტლსიყვნენ მიჯაჭულნი მათთან არავის მოსდომებიათ თამაში მაგრამ ძალზედ სასიხარულო და აღმაფრთოვანებელი ისა, რომ მათ არასდროს დაუკარგავთ იმედი იმისა, რომ ერთი შეხედვით ჩვეულებრივ, მაგრამ სიყვარულით აღსავსე დღეს ისინიც იქნებოდნენ ისეთები როგორებიც მათ სურდათ. გააკეთებდნენ იმას რაც ოდესმე უფიქრიათ ისე, რომ სხვისი დახმარება არ დასჭირდებათ.





ამ პატარა მაგრამ გულთან მისატანი სტატიით იმისთქმა მინდა რომ ნუ დაუკარგავთ იმედებს ისინიც ხომ გრძნობენ, მათაც ხომ უყვართ, ენატრებათ და სჯერათ მომავლის შეუქმნათ ადაპტირებული გარემო რათა თავი საზოგადოების სრულფასოვან წევრებათ იგრძნონ და დავანახოთ რომ ისინი არა შეზღულული შესაძლებლობების მქონე არამედ სპეციალური საჭიროებების მქონე ადამიანები არიან...



~








ავტორი: ლუკა სასწრაფოშვილი

No comments:

Post a Comment