არა მარტო საქართველოში, არამედ მთლიანად მსოფლიოში დგას დიდი პრობლემა ნარკოტიკის მოხმარებასთან დაკავშირებით, რაც გლობალურ პრობლემადაც შეიძლება ჩაითვალოს. ძალიან დიდი რისკი არსებობს იმისა, რომ თითოეული ჩვენგანის ოჯახის წევრი, ნათესავი თუ მეგობარი გახდეს ნარკოტიკზე დამოკიდებული, რის შედეგადაც მისი ცხოვრება და საზოგადოებასთან ურთიერთობა უმეტეს შემთხვევებში ქრება და ის მხოლოდ სხვა გარემოზე ფიქრობს და ცდილობს ,რაც შეიძლება მალე გაიმეოროს და გადაეშვას იმ სიამოვნების მორევში, რომლის შედეგიც „სიკვდილია“ და ამ ყველაფრის შემდეგ საზოგადოებაში ჩნდება კითხვა: როგორ ვიხსნათ ახალგაზრდები „თეთრი სიკვდილის“ კლანჭებისგან?
ჩემი აზრით, საკმარაარისია აქტიურად მივადევნოთ თვალყური მათ ყოველდღიურ ცხოვრებას ისე, რომ ვერც მიხვდნენ და თუ შეამჩნევთ, რომ იგი გულჩათხრობილი და საკუთარ თავში ჩაკეტილი გახდა; მეტწილად გარეთ არის და სახლში იშვიათად მოდის; მკვეთრად შეიცვალა ხასიათი; ყოველდღე გთხოვთ ფულს და თქვენი საფულიდან ხშირად იკარგება გარკვეული ოდენობის თანხა; ბოლო დროს ტელეფონზე საეჭვო საუბრებს ამჩნევთ; თვალები ხშირად ჩაწითლებული აქვს და ხშირად ოფლიანობს ან ძლიერ იქავებს ცხვირს, შუბლს და მთლიან სხეულს. ეს ნიშნები იმაზე მიუთითებს, რომ დროა, გულახდილად ესაუბროთ მას, მკაცრად მოპყრობის გარეშე, ეცადეთ მასთან სასაუბრო ენა იპოვნოთ, რათა გულახდილი იყოს, აუხსენით რა ზიანი მოაქვს ნარკოტიკს ადამიანისთვის.
ყველა დამწყებ ნარკომანს ჰგონია, რომ თუ ნარკოტიკს ერთხელ გაუსინჯავს გემოს და თუ თვითონ არ მოისურვა, მასზე დამოკიდებული არ გახდებ. არადა, სწორედ ეს ერთხელ გასინჯვა ბადებს მეორედ გასინჯვის სურვილს, მერე მესამედ... და ახალგაზრდა ნარკოტიკის ტყვედ იქცევა.
საბედისწერო განაჩენი ნარკტიკის მოხმარების შემთხვევის დროს:
• შიდსით ინფიცირებულთა 70% ნარკოტიკების ინტრავენური მომხმარებელია;
• ნარკოტიკის ერთხელ შესუნთქვამაც კი შეიძლება უეცარი სიკვდილი გმოიწვიოს
(დხრჩობით ან გულის გაჩერებით);
• ნარკოტიკების მომხმარებელთა უმრავლესობა ინფიცირებულია C ჰეპატიტით;
• ნარკოტიკის მოსაპოვებლად ადამიანი ნებისმიერი კრიმინალური ქმედების ჩასადენად მზდ არის;
• ნარკოტიკი ადამიანის ფიზიკური და ფსიქიკური განვითარების სრულ დარღვევას, პიროვნების დეგრადირებას, საზოგადოებიდან
მოწყვეტას, ცხოვრებისადმი ინტერესის დაკრგვას იწვევს;
• ნარკოტიკი იწვევს წამლისადმი დამოკიდებულებას, რომლისაგანაც თავის დაღწევა ძალიან ძნელია.
და ამ ყველაფრის შემდეგ...
დაფიქრდით, სანამ ნარკოტიკს გემოს
გაუსინჯავთ და დაემონებით...
მერე უკვე გვიან იქნება ! ! !
ავტორი: ლუკა სასწრაფოშვილი
No comments:
Post a Comment