პოლიტიკა ახალგაზრდების ცხოვრებაში

მოგესალმებით, და ბოდიშს მოგიხდით, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ბლოგზე სტატია არ დადებულა პატარა პრობლემის გამო, რაც გამოსწორდა, და ისევ შევძლებთ ინფორმაციის მოწოდებას.



პოლიტიკა ჩვენი თაობის ახალგაზრდების ცხოვრებაში სულ უფრო ღრმად შემოიჭრა და დაისადგურა. ისე დასახლდა, რომ ვერცკი მიუგნია გასასვლელი კარისთვის და ამიტომაც გვიწევს დროის ერთად გატარება. პოლიტიკურმა „ვირუსმაც“ მსოფლიო მოიცვა და ერთგვარ გამოფენადაც გადააქცია. გამოსვლები, ფლაერები და დევიზები ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაემსგავსა. ახალგაზრდებშიც ამბიციამაც იჩინა თავი და ამის შესაბამისად უამრავმა აქტივისტმა ხელში დროშა დაიკავა. მომავლის კეთილდღეობისთვის ერთად დაიწყეს ზრუნვა და პოლიტიკური დროშებიც ცაში გაიშალა. ყველა მიხვდა, რომ ახალგაზრდა თაობის გარეშე პოლიტიკური და პირადი ამბიციების ასრულება შეუსრულებელ სურვილს გავდა, ამიტომაც ახალგაზრდებს რომლების აქტიურად იყვნენ ჩართულნი პოლიტიკაში ფრთები შეასხეს და ახალგახრდული ფრთაც ჩამოყალიბდა. და მერე, როგორ აქტიურად და სიხარულით დაფრინავდნებ და ჩვენს ცნობიერებაშიც აბიჯებენ.





დღეს დღისობით პოლიტიკა ბაღიდან იწყება. ბაღიდანაც კი არა , უშვალოდ დედის მუცლიდან. და უკვე როდესაც მშობელი ტელევიზორს ან სოციალურ ქსელს მიუჯდება ყველგანა ეს პოლიტიკაა. ამ დროს კი პატარაც უნებლიედ ხდება ამ გარემოს ნაწილი. და ზღაპრების მოლოდინში მას ისევ პოლიტიკა ესმის. და ამ ყველაფრის შემდეგ როგორ არ გაიზრდება ის აპოლიტიკურ ადამიანად.

სადაც არ უნდა წახვიდე ყველგან გაიგებ მას რადგან ეს უკვე ყველა თაობისთვის ძალიან ატიური თემაა, თუნდაც მაგალითად ავიღოთ ქუჩა სადაც ყველა ასაკის ადამიანს შეხვდები იქ სულ პოლიტიკური პლაკატები და ბანერებია რომელიც ადამიანს უნებლიედ მიაქცევინებს ყურადღებას მითუმეტეს ახალგაზრდას, რომელმაც ჯერ არ იცის რა უნდა გააკეთოს ცხოვრებაში, ისინტერესდება ერთვება და ხდება მისი ცხოვრების ნაწილი.



არ გეგონოთ რომ მე პოლიტიკოსებს ან კოლიტიკას შეურაწყოფას ვაყენებ, უბრალოდ არ მიმაჩნია სწორად, რომ ბავშვი, მოზარდი თუ ახალგაზრდას ჩართვა კოლიტიკურ ცხოვრებაში არ არის აუცილებელი და ხშირად ზედმეტიცა რადგან შეუსრულდებათ გარკვეული ასაკი როდესაც ზედმეტი კი არა აუცილებელიც გახდება მათი ხმა და მოქმედება მაგრამ ამას მოთმინებით უნდა დაველოდოთ...






ავტორი:ლუკა სასწრაფოშვილი






No comments:

Post a Comment