ვიცი ყველას გაუკვირდება და გაიფიქრებს, რომ რაღაც შემეშალა და სიკეთე კი არა ღიმილი აახალგაზრდავებს, მაგრამ თუ კარგად დავაკვირდებით და დავფიქრდებით სიკეთის კეთების შემდეგ ყველა ბედნიერია და ბედნიერებისგან თვალები უციმციმებს და იღიმის აი თუ, როგორ აახალგაზრდავებს სიკეთე, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად სიკეთეს დღეს ძალიან ცოტა თუ აკეთებს და ეს ბევრისთვის უბრალოდ სირცხვილიცაა, რაც ნამდვილად სამწუხაროა. არადა რა სჯობს როდესაც უყურებ ადამიანს რომელიც მადლობას თვალებით და აღტაცებით გიხდის ჩადენილი სიკეთისთვის ან თუნდაც იმას, რომ შენ გრძნობ თუ როგორ დაეხმარე ვინმეს გინდაც მცირეოდენით მაგრამ ხშირად ეს მცირეოდენია მისთვის ცხოვრების არსია.
ორიოდე დღის წინ ქუჩაში მოვდიოდი გზის მეორე მხარეს შევნიშნე ხანში შესული ქალბატონი რომელიც სუპერმარკეტიდან სახლში ბრუნდებოდა, არაფერი განსაკუთრებული მოვლენა არ იყო სანამ ის გზის სავალ ნაწილს არ მიადგა გადასასვლელად, უეცრად გაჩერდა, ფეხს არ იცვლიდა, თითქოს ეშინოდა იმ გააავებული და დაუნდობელი მძღოლების, რომლებიც ასე ქაოსურად დადიან ქუჩებში. მასთან ერთი ახალგაზრდა გოგონა მივიდა და ბოდიშის მოხდით ხელჩანთა გამოართვა, ხელი ჩაკიდა და გზის მეორე მხარეს გადაიყვანა. ერთი შეხედვით დიდი არაფერი რა გააკეთა ამ გოგონამ ისეთი შეუძლებელი რაც სხვას არ შეუძლია უბრალოდ მან გადადგა სწორი ნაბიჯი, რომლის გადადგმაც ბევრს უჭის, მან გააბედნიერა ის ქალბატონი და ამ ამბის მნახველნიც.
თქვენ რომ დაგენახათ თუ როგორი ბედნიერი გამომეტყველებით შესცქეროდა მოხუცი ახალგაზრდას გაოგნდებოდით, მას ბედნიერებაზე მეტი ეტყობოდა სახეზე, სრულიად განსხვავებული, იმისა ვიდრე გზიზ იქით გაავებული მძღოლების ყურებისა, რომლებიც გზას არ უთმობენ არავის. ის სულ სხვა ადამიანი გეგონებოდათ, მას ისე უხაროდა ამ გოგონას საქციელი, როგორც პატარა ბავშვს, როდესაც სატამაშოს უყიდი. რაცმთავარდია დავიმახსოვროთ სიკეთე გადამდებია .!!
და ბოლოს . . .
თუ ხარ გონებრივად ჯამრთელი ადამიანი, არასდროს შეგაწუხებს სხვისი სიკეთე!!
ავტორი: ლუკა სასწრაფოშვილი
No comments:
Post a Comment