და აქედან კი ყველაზე მეტად დიდ პრობლემად მიმაჩნია 18- არასრულწლოვანი ასაკის ბავშვების ჩართულობა ამ "ბინძურ საქმეში". რათქმაუნდა როგორც მსოფლიოში საქართველოშც აკრძალულია არასრულწლოვანთა შესვლა კაზინოში, მაგრამ ხშირია შეცდომები რაზეც 99% თვალი იხუჭება რაც ძალიან დასანანია, მაგრამ ამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, არსებობს ონლაინ ტოტალიზატორები სადაც ძალიან მარტივად შეუძლია ნებისმიერი ასაკის ადამიანს გადაეშვას აზარტის მორევში საიდანაც უკან დაბრუნება, უმეტეს შემთხვევაში ძალიან ძნელია.
ამ სტატით არ მინდა მარტო არასრულწლოვანთა ჩართვას შევეხო, არამედ ნებისმიერი ასაკის ადამიანს, რადგან არის შემთხვევები, როდესაც ადამიანი ვეღარ აკონტროლებს თავს და ყველაფერს აკეთებს იმის გამო, რომ რამენაირად მოახერხოს ფულის შოვნა და შეაბიჯოს იქ საიდანაც გახარებული 1000 მომხმარებლიდან 1 ან 2 თუ იქნება. ყოფილა შემთხვევებიც, როდესაც ადამიანი ყიდის და კარგავს ყველაფერს მის გამო, რომ აზარტული მოთხოვნილებები დაიკმაყოფილოს, რაც ნამდვილად ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ეს ხომ ნამდვილად რეალობა და ამ ყველაფერს ხომ ვერსად დავემალებით და ამ ყველაფრის გამოსასწორებლად ერთი და ორი ადამიანის ხმა საკმარისი არ არის როგორც ჩანს, ამიტომ დროა ერთად მოვახერხოთ და გადავჭრათ პრობლემა რათა, მომდევნო სუიციდის მსხვერპლი ტოტალიზატორის გამო ჩვენი შვილი, მეზობელი, ნათესავი ან თვითონ ჩვენ არ აღმოვჩნდეთ.
ავტორი:ლუკა სასწრაფოშვილი
No comments:
Post a Comment