გემბლინგი-ფსიქოლოგიური ნარკოტიკი


    მეტათ აქტიურ პრობლემათა შორის წინა პლანზეა წამოჭრილი, ეგრეთწოდებული კაზინოებისა და სამორინეების თემა. დღეს დღეისობით ეს თემა ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის, არის საინტერესო და აქტიური.
   და აქედან კი ყველაზე მეტად დიდ პრობლემად მიმაჩნია  18- არასრულწლოვანი ასაკის ბავშვების ჩართულობა ამ "ბინძურ საქმეში". რათქმაუნდა როგორც მსოფლიოში საქართველოშც აკრძალულია არასრულწლოვანთა შესვლა კაზინოში, მაგრამ ხშირია შეცდომები რაზეც  99% თვალი იხუჭება რაც ძალიან დასანანია, მაგრამ ამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, არსებობს ონლაინ ტოტალიზატორები სადაც ძალიან მარტივად შეუძლია ნებისმიერი ასაკის ადამიანს გადაეშვას აზარტის მორევში საიდანაც უკან დაბრუნება, უმეტეს შემთხვევაში ძალიან ძნელია.


პირველი ახალგაზრდული ფორუმი საგარეჯოში


   მოგახსენებთ, რომ 24-25 ოქტომბერს, ქალაქ საგარეჯოში გაიმართა პირველი ახალგაზრდული ფორუმი, რომელიც განხორციელდა პროექტის "მონაწილეობა მნიშვნელოვანია - ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა არჩევნებში" ფარგლებში, რომელსაც მხარს უჭერს სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების,
რეფორმებისა და სწავლების ცენტრი.


პოლიტიკა ახალგაზრდების ცხოვრებაში

მოგესალმებით, და ბოდიშს მოგიხდით, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ბლოგზე სტატია არ დადებულა პატარა პრობლემის გამო, რაც გამოსწორდა, და ისევ შევძლებთ ინფორმაციის მოწოდებას.



პოლიტიკა ჩვენი თაობის ახალგაზრდების ცხოვრებაში სულ უფრო ღრმად შემოიჭრა და დაისადგურა. ისე დასახლდა, რომ ვერცკი მიუგნია გასასვლელი კარისთვის და ამიტომაც გვიწევს დროის ერთად გატარება. პოლიტიკურმა „ვირუსმაც“ მსოფლიო მოიცვა და ერთგვარ გამოფენადაც გადააქცია. გამოსვლები, ფლაერები და დევიზები ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაემსგავსა. ახალგაზრდებშიც ამბიციამაც იჩინა თავი და ამის შესაბამისად უამრავმა აქტივისტმა ხელში დროშა დაიკავა. მომავლის კეთილდღეობისთვის ერთად დაიწყეს ზრუნვა და პოლიტიკური დროშებიც ცაში გაიშალა. ყველა მიხვდა, რომ ახალგაზრდა თაობის გარეშე პოლიტიკური და პირადი ამბიციების ასრულება შეუსრულებელ სურვილს გავდა, ამიტომაც ახალგაზრდებს რომლების აქტიურად იყვნენ ჩართულნი პოლიტიკაში ფრთები შეასხეს და ახალგახრდული ფრთაც ჩამოყალიბდა. და მერე, როგორ აქტიურად და სიხარულით დაფრინავდნებ და ჩვენს ცნობიერებაშიც აბიჯებენ.