მოგახსენებთ, რომ 24-25 ოქტომბერს, ქალაქ საგარეჯოში გაიმართა პირველი ახალგაზრდული ფორუმი, რომელიც განხორციელდა პროექტის "მონაწილეობა მნიშვნელოვანია - ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა არჩევნებში" ფარგლებში, რომელსაც მხარს უჭერს სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების,
რეფორმებისა და სწავლების ცენტრი.
ფორუმში მონაწილეობას იღებდნენ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მცხორები ახალგაზრდები, მათ შორის იყვნენ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები სოფელ
ლამბალოდან, ეკომიგრანტი და იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდები.
ორი დღის განმავლობაში მონწილეებმა იმუშავეს სარეკომენდაციო პაკეტის შექმნაზე, რომლის მიზანიც გახლავთ ახალგაზრდების მიერ რეკომენდაციის შემუშავება, სხვადასხვა პრობლემის მოგვარებისთვის.
ასევე ფორმუზე მოწეულნი იყვნენ სხვადასხა ორგანიზაციის წარომოადგენლები, რომლებმაც პრეზენტაციები გააკეთეს საარჩევნო სისტემების და სამოქალაქო აქტივიზმის შესახებ.
ასევე პროექტის ფარგლებში ჩტარდა ფოტოების და ესსების კონკურსი, რომელთა დაჯილდოვებაც მოხდა ფორუმის მიმდინარეობის პროცესში, მათ გადაეცათ ფასიანი პრიზები, რამაც უნდა წაახალისოს ისინი და უფრო აქტიურად უნდა ჩართოს მსგავს აქტივობებში. ამასთანავე გამოვლინდა ფორუმის ყველაზე აქტიური 5 მონაწილე, ასევე მათაც გადაეცათ პრიზები და მიიღეს დიდი სტიმული ამით..
ეს ფორუმი იყო სტარტი ბევრი ახალგაზრდისთვის ჩართულიყო სამოქალაქო ცხოვრებაში უფრო აქტიურად ვიდრე ამას მანამდე აკეთებდა, მიეღოთ მეტი გამოცდილება და შემდგომ თვითონვე ჩაეტარებინათ მსგავსი ღონისძიეებები.
ამ პოსტის მინდა დავანახო საზოგადოებას, რომ ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები რომლებსაც შეუძლიან შეცვალონ თქვენი ცხოვრება , გასწავლონ ბევრი და დაგანახონ თუ რა არის წარმატების მომტანი, უბრალოდ ამ ადამიანებს ჭირდებათ ჩვენი გვერდით დგომა, რათა უფრო თამამად და სიხარულით გააკეთონ თავისი საქმე. მითუმეტეს ისეთ ქალაქში როგორიც, საგარეჯოა სადაც არაფერი არ ხდება ახალგაზრდებისთვის გამოვიყენოთ შანსი და ნუ დაველოდებით შემდეგს, რადგან შემდეგი ჩვენ უნდა ვიყოთ.
და ბოლოს, მე ამაყი ვარ, იმით რომ, ორი დღის განმავლობაში უყურებდი მოწადინებულ და ამბიციებით აღსავსე თაობას, რომლებსაც საუკეთესო ქვეყანაში ცხოვრების ამბიცია გააჩნიათ.
ავტორი: ლუკა სასწრაფოშილი
მინდა ვთქვა რომ მაგარი ფორუმი იყო. პირადათ ვიყავი და ძალიან ვისიამოვნე ყველაფრით, ძაან თბილი და კარგი ატმოსფერო იყო ყოველმხრივ. :)) იმედია კიდევ ჩატარდება მსგავსი ფორუმები. :)))
ReplyDeleteძალიან კარგი თუ მოგეწონათ <3
ReplyDeleteThis comment has been removed by the author.
ReplyDelete